პარლამენტში სუს-ის ანგარიშს განიხილავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტში გრძელდება. სხდომა ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხების გამო, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

სხდომის დახურვას ხმაური მოყვა. ოპოზიცია გარკვეული საკითხების ღია ფორმატში განხილვას ითხოვდა.