პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე მუშაობს

15:15, 21.04.2018

პარლამენტში ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სპეციალური სამუშაო ჯგუფი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის შეცვლაზე მუშაობს, რომლის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ის, სავარაუდოდ, 5-დან 7 წლამდე გაიზრდება.

კანონში ცვლილება არ შეეხება, სავარაუდოდ, ეთნიკურ ქართველებს. უფრო კონკრეტულად, შეიცვლება თუ არა სხვა მუხლები, ამას იუსტიციის მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს. ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთნის.

 

მსგავსი