პარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

პარლამენტში „სოციალ-დემოკრატების“ ორგანიზებით, მორიგი კონფერენცია გაიმართა. ამჯერად განხილვის საგანი ჯანდაცვის პოლიტიკა იყო. შეხვედრაზე სამედიცინო ინფრასტრუქტურის, კადრების, სამედიცინო განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული პრობლემები განიხილეს.

ასევე, ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში აპრობირებულ ჯანდაცვის სისტემებზე, მათი მართვისა და დაფინანსების მოდელებზე. კონფერენციას, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი უძღვებოდა, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. „სოციალ-დემოკრატებმა“ უკვე გამართეს კონფერენციები რეგიონული განვითარებისა და ზოგადი და სკოლამდელი განათლების შესახებ.