პარლამენტში შსს-ს და სუს-ის წარმომადგენლები წარდგნენ

15:15, 28.10.2019

საოკუპაციო ზოლში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მორიგ პროვოკაციაზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს.

დახურულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები წარდგნენ.

საოკუპაციო ზოლში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები და საქართველოს ხელისუფლების სამოქმედო გეგმა იყო საუბრის მთავარი თემა.

ოპოზიციის განცხადებით, მათ ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიიღეს.

 

მსგავსი