დისკუსია სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელ კანონპროექტზე

სექსუალური შევიწროების საკითხზე და მასთან დაკავშირებით მოსამზადებელ კანონპროექტზე მსჯელობენ პარლამენტში.

ამ წუთებში გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სექსუალური შევიწროების დასარეგულირებლად კანონმდებლობა სათანადო არ არის, რის გამოც ახალი ცვლილებები უნდა მომზადდეს.

აღნიშნული შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.