პარლამენტში სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავენ

სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განიხილავენ. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს სემეკის ხელმძღვანელი. მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი.

სემეკის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.