პარლამენტში საქართველო-ბრიტანეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს

12:15, 28.10.2019

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება.

დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. შეთანხმებაზე დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე იმსჯელეს.

ქვეყნებს შორის შეთანხმებას ხელი 21 ოქტომბერს ლონდონში მოეწერა.

შეთანხმება ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

მსგავსი