პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. უახლოეს სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანო სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს. ამის შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული პროექტის საყოველთაო განხილვა მოხდება. მმართველი გუნდი, ცვლილების დამტკიცებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.