პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება

პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება.

დეპუტატები პრეზიდენტის ბრძანებულებას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, ჭუბერში საჯარისო ნაწილები და ტექნიკა უნდა შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, სტიქიასთან საბრძოლველად სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური ძალის გამოყენებაზე პარლამენტის ნებართვა საჭირო აღარ იქნება. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში შევა ძალაში.