პლენარული სხდომა

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პირველი პლენარული სხდომა იმართება პარლამენტში. მთავარი თემები, რომელსაც განიხილავენ, ნარკოტიკის უკანონო შენახვისა და გადაზიდვის საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციებია.

გათვალისწინებულია მსჯელობა ოჯახური ძალადობის შესახებ კანონპროექტზეც და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხიც განიხილება.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს ქუთაისში, მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ – კეთდება თუ არა განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნებზე და ოპოზიციის გეგმებზე?