პარლამენტში პარტიების დაფინანსების ახალი წესის შესახებ იმსჯელეს

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პარტიების დაფინანსების შესაძლო ახალი  წესის შესახებ იმსჯელეს. დეპუტატების – სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის ინიციატივით,  ცვლილება უნდა შევიდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში. მათი აზრით, ბიუჯეტიდან დაფინანსება უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილე იმ   პარტიამაც, რომელმაც შესაძლოა, ვერ დააგროვოს დაფინანსებისთვის საკმარისი 3%, თუმცა მისი წარმომადგენელი, როგორც მაჟორიტარი, მოახერხებს პარლამენტში შესვლას და ფრაქციის შექმნას.

კანონი მხოლოდ იმ პერიოდში იმოქმედებს, ვიდრე იარსებებს პროპორციულის პარალელურად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაც.

კანონპროექტზე მთავრობის თანხმობა პარლამენტმა უკვე მიიღო. მხარი დაუჭირა იურიდიულმა კომიტეტმაც. ცვლილების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ნორმა უსამართლოა.