პარლამენტში ომბუდსმენის რეკომენდაციებზე მსჯელობენ

პარლამენტში სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მსჯელობენ.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ. მათ შორის არიან შს სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა და მთავრობა.

ნინო ლომჯარიას ცნობით, პარლამენტის მიერ გაცემულია 235 რეკომენდაცია, რომელთა ნაწილი იუსტიციისა და შს სამინისტროებმა შეასრულეს, კრიტიკული ვითარება კი მთავრობას აქვს. მან რეკომენდაციების ნაწილი არ შეასრულა.