პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამოძიება

პარლამენტის სხდომათა დარბაზში უცნობი ნივთიერების დაღვრის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს გამოკითხვაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ენძელა მაჭავარიანი და კობა ლურსმანაშვილი მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, გამოძიების შეკითხვებს პასუხი უკვე გასცა ასევე დეპუტატმა, სვეტლანა კუდბამ.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე.