პარლამენტში მართლმსაჯულების რეფორმაზე მსჯელობენ

18:02, 10.06.2019

მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე შემაჯამებელი დისკუსია ამ დრომდე გრძელდება პარლამენტში.

შეხვედრას, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წევრები მონაწილეობენ, პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმას განიხილავენ. შედგება თუ არა შეთანხმება კონკრეტულ პრინციპებზე, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებში უნდა აისახოს, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

მსგავსი