პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს ხვალ პარლამენტშიც განიხილავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე წარდგება.

გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ფორმატის მიმართ უკმაყოფილების მიუხედავად, ოპოზიცია ხვალინდელ სხდომაზე დასწრებას და მწვავე შეკითხვების დასმას აპირებს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის დაყენებას დეპუტატები გეგმავენ, ხორავას ქუჩის ტრაგედიაა. არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტში ზაზა სარალიძეც მივიდეს.