პარლამენტში აშშ-ს კონგრესში მისაღებ დოკუმენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებებს ელოდებიან

პარლამენტში აშშ-ს კონგრესში მისაღებ დოკუმენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინადადებებს ელოდებიან. მარგველაშვილის ინიციატივას, სადაც მან, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ამერიკის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება.

ის იმედოვნებს, რომ  საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ადმინისტრაციის შემოთავაზების შესახებ უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რის შემდეგაც პარლამენტი უკვე საკითხზე მსჯელობას შეძლებს.