საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მალტაში

მალტაში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან ჩანიშნულია როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერსა და ქართულ დელეგაციას მალტის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებთ.

დისკუსიის მთავარი თემა ყველა შეხვედრაზე ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე მიღწეული პროგრესი იქნება.