პარლამენტმა ვაკანტურ პოსტებზე კანდიდატები დაამტკიცა

საპარლამენტო თანამდებობები გადანაწილებულია.

დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე-სპიკერების და რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა.

თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის გამო უმრავლესობის რიგები 12-მა დეპუტატმა დატოვა. შეცვლილი კონფიგურაციის შედეგად, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, უმრავლესობას კი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტსაც დაიკავებს.

როგორ გადანაწილდა საპარლამენტო პოსტები, – თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს პარლამენტიდან.