პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაამტკიცა 

ხმაურიანი საპარლამენტო მოსმენების შემდეგ სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას უვადოდ 14 კანდიდატი მოირგებს. მათ შორის არიან იუსტიციის საბჭოს მდივანი და გენერალური პროკურორი.

ხუთმა კანდიდატმა პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღო. კენჭისყრამ ოპოზიციის და დამოუკიდებელი დეპუტატების ბოიკოტის და აქციის ფონზე ჩაიარა. წარსული ბიოგრაფიის და არასათანადო კვალიფიკაციის არგუმენტებით ოპონენტები, უფლებადამცველები და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მმართველ გუნდს კანდიდატების ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ. პლენარული სხდომისგან გასხვავებით, ხმაურიანი აღმოჩნდა დილით ამავე საკითხზე იურიდიულ კომიტეტში ჩატარებული კენჭისყრა, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. დარბაზში სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ მანდატურების ჩარევა გახდა საჭირო. დღევანდელი კენჭისყრით დასრულდა

მწვავე პროცესი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ იუსტიციის საბჭოდან პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი ცნობილი სიის წარდგენით დაიწყო.

თეონა მანაგაძეს ვრთავთ პარლამენტიდან.

დატოვე კომენტარი