პარლამენტმა ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუჩერა 

ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეჩერებულია.

დილიდან მოვლენების ეპიცენტრში პარლამენტი იყო. 88 ხმით მმართველმა პარტიამ გირაოს პირობების დარღვევის გამო პროკურატურას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების მოთხოვნაზე თანხმობა მისცა. წელიწადნახევრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უკვე მეორედ მოუხდა. საკუთარი თანხმობა საპარლამენტო უმრავლესობამ კანონისადმი ყველას, მათ შორის პოლიტიკოსების თანასწორობით ახსნა. ოპოზიციის ორი დეპუტატი, რომლებმაც საკითხს მხარი არ დაუჭირეს, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი იყვნენ. მხარდამჭერი განცხადებების მიუხედავად, სწორედ ელისაშვილი, მელიას მხრიდან შეურაცხმყოფელი პასუხის ადრესატი გახდა.