პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა    

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საკითხს სხდომაზე 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციის წარმომადგენლებიდან წინააღმდეგ ხმა მისცეს ლევან იოსელიანმა და ალეკო ელისაშვილმა, ხოლო თავი შეიკავეს ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და ფრიდონ ინჯიამ. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურას ეძლევა შესაძლებლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.