პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს რამდენიმე კანონპროექტი დაამტკიცა, რომელთა შორისაა – FARA, მედია სტანდარტებთან და ღალატის მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ფარა“-ს სახით მიღებულია ამერიკული სტანდარტის ზუსტი ასლის კანონი. FARA-ს მიხედვით, სუბიექტის უცხოეთის პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. კანონის აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღება აეკრძალებათ. ამასთან, პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაბრუნდა.