პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ცვლილებების მიხედვით, ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა – ეთერის არანაკლებ 25 პროცენტს დამოუკიდებელი, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებამოსილება იქნება, ფინანსები მიმართოს დამწყები საწარმოების ე.წ. სტარტაპების წახალისების, ტელე-რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციური განვითარებისა და მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” აუცილებლად სჭირდება რეფორმების პროცესში მხარდაჭერა და ამისთვის მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამართული საკანონმდებლო ბაზა არსებობდეს.