პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია
საქართველოს პარლამენტმა გენერალურ პროკურორად ექვსი წლის ვადით, გიორგი გვარაკიძე აირჩია. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. გვარაკიძეს მხარი დაუჭირა 83 დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო.
გვარაკიძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც მოუსმინეს. მან პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა.
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე ხმათა უმრავლესობით, 18 ივნისს აირჩია.