პარლამენტმა ანტინარკოტიკული რეფორმის განხილვა დაიწყო

21:31, 14.03.2025

გამკაცრებული ანტინარკოტიკული რეფორმის საპარლამენტო განხილვა დაიწყო.

საკომიტეტო დონეზე რამდენიმე კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. მთავარი სიახლეა ის, რომ მკაცრდება მიდგომა ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებზე. პატიმრობის ვადა იზრდება მცირე რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებაზეც. ახალი შეზღუდვები და რეგულაციები ამოქმედდება ნარკოტიკების მოხმარების ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაშიც. ადმინისტრაციულ სახდელთან ან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან ერთად გათვალისწინებულია ავტომობილის მართვის უფლების სამი წლით აკრძალვა და სხვა შეზღუდვები. რეფორმა ნარკოტიკების მომხმარებლების რეაბილიტაციის მიმართულებასაც მოიცავს. მკურნალობის ფორმებზე კონსულტაციები ჯერ ისევ მიმდინარეობს. ოპოზიცია ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.

მსგავსი