პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

21:35, 28.11.2024

ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მთავრობის გეგმაა 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პირობა საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს კიდევ ერთხელ გაიცა. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია. ირაკლი კობახიძეს და მინისტრთა ახალ კაბინეტს მმართველმა პარტიამ ნდობა გამოუცხადა. დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიცია, რომელიც მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს არალეგიტიმურად მიიჩნევს. სიღარიბის შემცირება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთავარ ეროვნულ საკითხებად დასახელდა. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად ცხადდება აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება. აქცენტი გაკეთდა ჩინეთთან პოლიტიკური და სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზეც.

ამ პრიორიტეტებზე მუშაობა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მოუწევს, მასთან ერთად მთავრობაში კიდევ ორი ახალი სახეა. განახლებული სამთავრობო გუნდის და პროგრამის წარდგენის დროს დაანონსდა ახალი ინიციატივებიც.

მსგავსი