პარლამენტის წინ აქცია იმართება

12:09, 23.09.2019

მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქციას მართავენ დამოუკიდებელი იურისტები და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი. მათი განცხადებით, 20-კაციანი სია დამოუკიდებელ სასამართლოს ვერ უზრუნველყოფს. მათივე თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე ცდილობს, სასამართლო საკუთარი პრინციპებითა და მეთოდებით ჩამოაყალიბოს. კახა წიქარიშვილმა აქციაზე განაცხადა, რომ იურისტები პარლამენტს მიაწვდიან კითხვებს, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტარებმა კანდიდატებს აუცილებლად უნდა დაუსვან.

 

მსგავსი