საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. მათ განახლებული ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ბენეფიციარებს – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს – საჩუქრები გადასცეს.
დღის ცენტრში ორმოცდაათამდე სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვი გადის სასწავლო და სოციალური განვითარების პროგრამებს. ცენტრში შექმნილია ყველა საჭირო პირობა, რათა ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი განათლება და საჭირო მომსახურება.
საკანონმდებლო ორგანო ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.