პარლამენტის თავმჯდომარის წერილი – შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

15:13, 18.04.2025
 ისევ შეფასებების თემაა გერმანიის ელჩის წერილი და პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი. შეგახსენებთ, პეტერ ფიშერმა ქართველი მაღალი თანამდებობის პირების სანქცირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ გერმანის არ სურს, ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იხილოს. საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც ზურაბ ადეიშვილია აღბეჭდილი და ასევე წერს, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ადეიშვილი, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალური შეხვედრები გამართა და ბუნდესტაგის სტუმრების ლოჟაშიც იჯდა. ის ადეიშვილის წინააღმდეგ აღძრული და უკვე დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რაზეც იუსტიციის ყოფილ მინისტრს სხვადასხვა ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.
 
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამებისა და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს. ამ ფაქტზე დაყრდნობით შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები პოლიტიკური ვენდეტისა და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული.

მსგავსი