პარლამენტის თავმჯდომარის წერილი – გამოხმაურება
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან თითქმის 700 დღე გავიდა. ეს 100 კვირაა. არჩევნები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილმა რეფერენდუმად გამოაცხადა, მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდა. შედეგის არცნობას ქუჩის მორიგი პოლიტიკური პროცესი მოჰყვა, რომელსაც მოგვიანებით მარკეტინგულად „უწყვეტი პროტესტი“ უწოდეს, – წერს შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი პოლიტიკური პროტესტი ეტაპობრივად „ფსევდორელიგიურ მოძრაობად“ გარდაიქმნა და მას „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტას“ უწოდებს. ,,ხანგრძლივი პროტესტი თავისთავად სექტანტურობას არ ნიშნავს. გარდატეხა მაშინ იწყება, როდესაც მოძრაობა შეცდომის აღიარებაზე უარს ამბობს, განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებს და წარუმატებლობას უპირობო ერთგულების მოთხოვნით პასუხობს“- ნათქვამია განცხადებაში. შალვა პაპუაშვილის წერილს უკვე მოჰყვა გამოხმაურება.