პარლამენტის თავმჯდომარის წერილი
„შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება, სასამართლოს დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევაა.