პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი

პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონს სტუმრობს. ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტი მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან საუბრით დაიწყო.

დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტთანაც.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს კონგრესსა და სენატში 30-მდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის საკითხებია.

მოამბე ვაშინგტონიდან, სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს.