პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ყირგიზეთში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი პირველი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი ბიშკეკში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ბოლო დროს, შუა და ცენტალური აზიის ქვეყნებთან გააქტიურებული კომუნიკაციის ფონზე, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავება და სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა უკვე გამართა ყირგიზ კოლეგასთან. რადგან ქვეყანას ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, მთავარი აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის განვითარებაზე და ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე.
„მოამბე“ ბიშკეკიდან – პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს მანანა დევაძე აშუქებს.