პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ყირგიზეთში
საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერება და პარტნიორობის გაღრმავება, როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური მიმართულებით – შალვა პაპუაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში დასრულებულია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის პარალელურად, მხარეები სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განვითარების პროცესში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთის რკინიგზას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. ქართლმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის და საქართველოს პარლამენტების მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ფორმატი, რომლის ფარგლებში პარტნიორები ურთიერთსასარგებლო ინიციატივებს განიხილავენ.
რა შედეგებით დატოვა ქართულმა დელეგაციამ ყირგიზეთი – მანანა დევაძე ბიშკეკიდან.