პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სპიკერების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მიმოიხილა ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადების პროცესი. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ის ფაქტი, რომ დღეს, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა პასე-ს მიერ იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა დელეგაცია დატოვეს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება, თუმცა ხალხი არჩევანის პატივისცემა დემოკრატიის ქვაკუთხედია და ამ პრინციპის უპატივცემულობა მიუღებელია.