საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა.
შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ჩარჩო დოკუმენტს, რითაც ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გამყარდეს. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე არ შეასრულებს.