პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი. პარლამენტის თავმჯდომარე უნგრეთში ჩავიდა.

ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე კავშირების გაძლიერება დღის წესრიგის მთავარი თემაა. გაფორმდა თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებაც. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ოფიციალურმა ბუდაპეშტმა საქართველოს უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა და გაწევრიანების მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებას დაჰპირდა. უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილია, რომ კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფლება და ამ კრიტერიუმების ფაქტებზე დაყრდნობით შეფასებაა საჭირო. უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერისგან მოლოდინია, რომ 2030 წლამდე საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველაზე მომზადებული კანდიდატი ქვეყანა იქნება.