პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უნგრეთში

უნგრეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება. შალვა პაპუაშვილი ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელს შეხვდება, რის შემდეგაც დაგეგმილია მედიასთან ერთობლივი პრესკონფერენცია. მხარეები გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და უნგრეთის პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობას გულისხმობს. დისკუსიები დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში როგორც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, ასევე პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.