პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში

პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში იმყოფება. კახა კუჭავა ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ქმედების, ბაბინ იარის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიას დაესწრება. თუმცა, გარდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისა, პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ შეხვედრებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც სავარაუდოდ, ერთ-ერთი განხილვის თემა, მიხეილ სააკაშვილის დაკავება იქნება.

რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე და რა მიმართულებით ისაუბრებს კახა კუჭავა ამ საკითხზე უკრაინელ პოლიტიკოსებთან, დეტალებით თამარ წიკლაური კიევიდან.