საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში
სტამბოლში ვიზიტი დაასრულა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ. სამი დღის განმავლობაში მათ მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაში. გაიმართა 12 ორმხრივი შეხვედრა. დისკუსიები შედგა როგორც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებთან, ასევე მეზობელ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან. საუბრის თემა იყო – „მშვიდობა, უსაფრთხოება და ურთიერთთანამშრომლობა“. სტამბოლში ასამბლეა ისევ გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებს – 157 ქვეყნის დელეგაცია, პარლამენტის 77 თავმჯდომარე და 800 დეპუტატი. დეტალებით.
თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე