პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთში

ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.

ფორმატში ქართველმა და თურქმა დეპუტატებმა მიიღეს მონაწილეობა. მხარეებს შორის დისკუსიის თემა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა, რეგიონული უსაფრთხოება და ეკონომიკური თანამშრომლობა იყო. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ნუმან ქურთულმუშმა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები კიდევ ერთხელ გაახმოვანა და თქვა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.