პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში

12:11, 10.05.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე ილია ინჯია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე არიან.

მსგავსი