პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ადამიანების უფლებებზე და ამ ვითარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ფრაიბურგის უნივერსიტეტში აკადემიურ წრეებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მანამდე კი ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს შვეიცარიის განათლებისა და ინოვაციების სახელმწიფო სამდივნოში.