პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სერბეთში
ბელგრადში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია გრძელდება. დელეგატები დღეს ორგანიზაციულ საკითხებს განიხილავენ, კერძოდ, როგორ უნდა იმუშავოს ახალმა ფორმატმა, ასევე, რა ინტენსივობით უნდა შედგეს შეხვედრები, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო კომუნიკაცია იყოს.
დღესვე მიიღებენ დეკლარაციას, სადაც ხაზგასმით იქნება აღნიშნული, რომ კანდიდატი ქვეყნები არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ პარტნიორები არიან. კონფერენციაში შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა სერბ კოლეგასაც.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.