პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სერბეთში
პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ სადამფუძნებლო კონფერენციაში. ღონისძიება სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება. კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, მოხდება ინფორმაციის გაცვლა, პოზიციების კოორდინაცია და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის დასასრულს მონაწილეები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ.