საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს ეწვია.
შალვა პაპუაშვილი ბუდვაში მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. ღონისძიებაზე შალვა პაპუაშვილი მიწვეულია, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ქართველი სპიკერის სიტყვით გამოსვლა და ორმხრივი შეხვედრები.