საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. შალვა პაპუაშვილმა რეგიონულ გამოწვევებზე, უსაფრთხოებასა და საპარლამენტო დიპლომატიაზე ისაუბრა. ქართველმა სპიკერმა აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, რეალობა უკეთესობისკენ შეცვალონ.