პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი მონტენეგროში

მონტენეგროში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ბუდვაში დღეს დილიდან ჩანიშნულია ორმხრივი შეხვედრები. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს, ანჟელო ფარუჯას. ქართველი სპიკერი დღის მანძილზე, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტზე, სიტყვითაც გამოვა. შალვა პაპუაშვილი სამიტზე მიწვეულია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით.

თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე