პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლიხტენშტაინში

ლიხტენშტაინში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება – შალვა პაპუაშვილი ლიხტენშტაინის სამთავროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ლიხტენშტაინის სამთავროში პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას და მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აგრეთვე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს.

თეონა მანაგაძე აშუქებს ვიზიტს – რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება პრემიერთან შეხვედრაზე?