პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იტალიაში

12:01, 15.10.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომშია, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა ორ სესიაზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. პარლამენტის თავმჯდომარე რომში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკა სეფაშვილი არიან.

ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე

მსგავსი